Persécuter – ანუ ნუ გარბიხარ როდესაც იცი რომ არავინ არ მოგსდევს

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გამჭვირვალე ყუთში ვიყო და გარედან დროდადრო მტვერს მწმენდნენ. არ მიყვარს როდესაც ფარდები ბოლომდე გადაწეულია, საჭირო სინათლე ისედაც აღწევს.უკვე დღენახევარია უძილობა დამჩემდა,პათოლოგიური შიშები არალოგიკურ ემოციებს იწვევს,ხუთი და კიდევ თხუთმეტი ან/და თექვსმეტი.შემთხვევით წაშლილი რამოდენიმე იდეა და ახალი წრის დახაზვაც გადავიფიქრე.მივხვდი რომ არც ახლანდელია ძალიან უსწორმასწორო,მხოლოდ ერთი მარტივი ხელის შევლება და ყველაფერი მოწესრიგდება. აპლოდისმენტები წამიერად შეწყდა,მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა,თუმცა მალევე მივხვდი რომ მხოლოდ პირველი მოქმედება დასრულდა,სულ ცოტა დროა საჭირო და დარბაზი ისევ უამრავ ადამიანს დაიტევს.მე აღარ ვნაღვლობ იმაზე რომ ძველი პარიკი ახლით შემიცვალეს,როლი ასე მოითხოვდა.თანაც უნდა ვაღიარო რომ ის პარიკი უკვე საკმაოდ გადახუნებული იყო და მეც ძალიან მომბეზრდა. ახლა უკეთესად გამოვიყურები.მოქმედება პირველი,მეორე,სასრული ან/და უსრული მე. ისევ მაღელვებს ზამთარში ზღვა და სავარძელი მთავარ  ოთახში. აღარ მღლის წრეზე ტრიალი და რამისაა ყველა საათი და სარკე ოთახში დავაბრუნო.
__________

როდესაც რაიმე ძლიერ მოქმედ აბს პირში”გადავუძახებ” , არასოდეს არ ვფიქრობ იმაზე რომ ცოტა ხანში გონება და სხეული მომიდუნდება და დამეძინება.მოულოდნელად დაწყებული მუსიკის რითმი და პირველი ხმამაღალი აკორდი გულს მიჩერებს, რაღაცას, ძალიან ძლიერს ვგრძნობ, მეღიმება,სახე ემოციას ვეღარ იტევს. და თუ ვხვდები რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებ და “პროცესიც” უკვე დაწყებულია,სასწრაფოდ დასაძინებლად ვემზადები,რა დროც არ უნდა იყოს. თუ არცერთი ურთიერთობა არ მიღირს არაფრად,ასე ძალიან რაღატომ ვცდილობ “შენებას”?! თუ აღარც აღქმის უნარი გამაჩნია და აღარც გრძნობების გამოხატვა შემიძლია,მაშინ რაღატომ მინდა რაღაცამდე მივაღწიო. აღარც ის მესმის რატომ გავრბივარ ასე სწრაფად და მონდომებით იქეთკენ სადაც არაფერი არ არის.
სხვადასხვა ფერის კედლები რახანია გადახუნდა,განსაკუთრებით კი ის ორი, თავის დროზე ყველაზე მკვეთრ ფერებად რომლებიც შევღებე,არადა ყოველთვის ვცდილობდი ფარდა ბოლომდე არ გადამეწია,არ მინდოდა კედლები გადახუნებულიყო. ოთხ კედელში მყოფი მე არც თუ ისე კარგად გამოვიყურები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s