ევრიკა – ანუ სააბაზანოში სასწაულები ისევ ხდება .,,/

 

Image     როდესაც ვამბობ რომ  ჩემი ცხოვრება, ჩემი თითოეული დღე  საათისებული სიზუსტით იმართება და მეც საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს მხოლოდ სიტყვიერი მტკიცებაა იმისა რომ ჩემს იდეალურ “ყოფაში” არც ერთი დეტალი არ არის შესაცვლელი.როდესაც ვფიქრობ რომ წამი წამზე გათვლილი  გიჟური დღის განრიგი ავადმყოფური ფიქრის საშულებას არ მომცემს ესეც ერთგვარი აბსურდული მტკიცებაა იმისა რაც არ შეიძლება რეალური იყოს.      

     აი,  შემთხვევით ცალი თვალი გახელილი დამრჩა..   მოდი და ახლა დაამტკიცე რომ ნამდვილად მეძინა.რათქმაუნდა არავინ დაიჯერებს,შეიძლებოდა მეც არ დამეჯერებინა. არადა სულაც არ მინდა ძილი,პირიქით ხშირად ვცდილობ  გაღვიძებას,თუმცა მერე ვხვდები რომ საერთოდაც არ მძინავს. და რა უნდა ქნა როცა გაღვიძება გინდა და არ გძინავს?! არ მძინავს ეს ძალიან ზედაპირული გაგებით,თორემ დროდადრო მეც წავუძინებ ხოლმე! აი ის თვალიც მაშინ დამრჩა გახელილი.და თუ ფიქრობთ რომ ძილი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის რომ საკუთარი თავი ცოტა ხნით მაინც, საკუთარ თავსვე მოსტაცო , მინდა გითხრათ რომ ეს ასე არ არის,და თქვენ მეორე შეცდომა დაუშვით ,პირველი ის იყო,თვალთან დაკავშირებით.   

    მაპატიე თუ ფიქრის  უნარი დავკარგე, ან თუ ისეთ შეუსაბამო მონოლოგებს ვაყალიბებ რომ პლიუს ნიმუსის ცნება მონაგონია,მაპატიე იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ ვახერხებ,ჩემთვის ესეც ბევრია,ესეც საკმარისია. იყო პერიოდი როდესაც ყველაფერი უკეთ გამომდიოდა და ამის მიზეზებიც ნახსენებ ეტაპში უნდა ეძებო,თუ საერთოდ ძებნას გადაწყვეტ .მაპატიე რომ ასეთი  კარგი  ვარ და ამით ბევრი საფიქრალი გაგიჩინე,მაგრამ  შენ ხომ მიცნობ და იცი რომ “მასკარადის” მოწყობა ჩემი ჰობია, ამიტომ ესეც უნდა მაპატიო..     

       ყველაზე მეტად საკუთარ თავზე გამარჯვებას,მაშინ ვგრძნობ როდესაც,ყველა საჭირო იარაღ მომარჯვებული ვუტევ და მის თვალებში წამიერ ცვლილებას ვხედავ : სიძლიერეს სისუსტე ცვლის,სიამაყეს თავმდაბლობა . მე ვიცი რომ მისი მოუთოკავი სიამაყე ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს. ასე რომ   იცოდე ,საკუთარ თავს თავადვე ვუხდი სამაგიეროს იმისათვის რაც მან “მასკარადის”დროს ჩაიდინა.           ახალი იმაში არაფერია რომ ყველაფერი ქარების დევნაა და მეტი არაფერი, თუმცა ადამიანური გულმოდგინება და “მიზანმიმართულობა” თავისას შვება   და მეც წინ წაწევას ვცდილობ,მაგრამ მოდი და დაეწიე ქარს..                        სულში ქაოსი მაქვს, თითქოს მთის მწვერვალიდან დაშვებას ვცდილობ ,ადრენალინი გულს მიჩქარებს,შიში-მიჩერებს, საბოლოო მომენტამდე სულ ცოტა რჩება და აი ისიც, მე საკუთარი თავი ყველაფერზე მეტად მიყვარდება.  პერიოდების ცვლილებას მტკივნეულად განვიცდი.არც ის იქნება გადამეტებული,თუ ვიტყვი რომ ამ ყველაფერს დეპრესიამდე მივყავარ,ნაცრისფერი ცა ყველზე ახლოს მაშინაა ჩემთან,როდესაც გარემოში წარმოქმნილი ხმაურის მხოლოდ ექო აღწევს ჩემამდე,როდესაც ცივი ნიავი სახეს მიყინავს. და როდესაც ვგრძნობ რომ რაღაცას ვკარგავ-საბოლოოდ ვნადგურდები.   

     გონებაში აზრები ჯერ უაზრო სისწრაიფით მოდის, ვცდილობ ყველაფერი დავიმახსოვრო,მერე სულ მცირე,უმნიშვნელო ცვლილება და ფიქრებიც წყდება. აღმავალ-დაღმავალი ჩემთან  ბევრია.როდესაც აღმართზე  ვარ,ვერც კი ვახერხებ ამით დავტკბე რადგან სულს მიწამლავს იმაზე ფიქრი რომ მალე დაღმართი დაიწყება,როდესაც დაღმართზე ვარ სხვა რამეზე ფიქრის საშუალება არ მაქვს, გასაგები მიზეზების გამო,სულ რომ არაფერი დაღმართია.     

     საკუთავ თავს ვუყვირი რომ საკმარისია,მაგრამ ის არ ჩერდება,აგრძელებს მონოლოგს,დაუსრულებლად. მის ქადაგებაზე გული მერევა,სისხლი მეყინება.ყურებზე ხელს მიფარებ მაინც მესმის,თვალებს ვხუჭავ მაინც  ვხედავ,მერე უფრო ხმამაღლა ვყვირი  და როდესაც თვალებს ვახელ და ყურებიდან ხელს ვიშორებ  ვხედავ რომ ბრბოში ვდგავარ,ისინი დადუმებულან,გამყინავი მზერით “მხვრეტენ”, სამარისებულ სიჩუმეში მხოლოდ საკუთარი სუნთქვა  მესმის, და ვხვდები რომ სწორედ ამ აუტანელი სიჩუმის დასარღვევად ვყვიროდი ამდენს,ვცდილობდი საკუთარი ხმა მაინც გამეგო,რადგან ის შიში გამეფანტა რომელსაც  სულსა და გულში დაუდია ბინა. ასეთ დროს გაქცევა გამოსავალი არ არის,მაგრამ როდესაც გამოსავალ მართლა არ არის გავრბივარ. ფეხებს სწრაფად ვამოძრავებ მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვცდილობ სირბილს მით უფრო ვმძიმდები და ადგილიდან ვეღარ ვიძვრი.      

    საკუთარი თავის ზედაპირულ ან/და  ღრმა შეფასებას სრულ გაუგებრობამდე მივყავარ. ვგრძნობ რომ ყველაფერი უნდა დავამთავრო,რა საჭიროა იმის კიდევ უფრო გართულება რაც ისედაც რთულია. მერე რა თუ ათასგვარი ავადმყოფური იდეა მომდის,მერე რა თუ საჭიროზე მეტი დოზა ვალიუმი არაჯანსაღ ფონს ქმნის..

 

Advertisements

2 comments


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s