მემუარული ნაშრომი უსახელო – ანუ შესაბამისობა არ არსებობს

734319_474580149246580_30928539_n დედა ტერეზა დაბრუნდა და ყველა მარიონეტი თან მოიყოლა ვინც კი შეიძლება ამ წუთას მჭირდებოდეს. მუხლებზე დაყრილი ფურცლები და რამოდენიმე აზრსმოკლებული იდეა//    თითქოს თვალებით შევისრუტე მთელი სიბნელე რაც ოთახში იყო,გარემოში წარმოქმნილი გულისგამაწვრილებელი ხმაური აღარაფრად ჩავაგდე და საკუთარ თავს ბოლომდე დავნებდი. ნერვული დაბოლოვებების შეხებას ვკვეთრად ვგრძნობდი,ისევე მკვეთრად როგორც შეიძლება ხელის ხელზე შეხება იგრძნო. სხეულში სისხლის მდორე მოძრაობა განსაკუთრებულს მხდის,მალე სხეულიც თბება. დროში უაზროდ და უზომოდ გაწელილი საკუთარი მეს მონატრება და შეცდომა შეუსაბამობაში მახსენებს რომ მოსაზრება ზემოთ ნახსენები შეუსაბამობის სფეროში საკუთარი თავის დაკარგვასა და თვითიგივეობასთან დაკავშირებით  მცდარი უდავოდ არ ყოფილა. ყველა ის ადამიანი რომელსაც საკუთარ ყოფაში ადგილი მივუჩინე საკუთარ თავთან ასოცირდება, ამით აიხსნება მათი მონატრება რომელიც საკუთარი თავის მონატრებას უფრო ნიშნავს ვიდრე რაიმე სხვას. დიახ თითოეული მათგანი რომელის თუნდაც წერტილს წარმოადგენდა ჩემს ყოფაში საკუთარი თავის მონატრებაა. ყველზე უნიჭოდ შედგენილი ამოცანა ამოვხსენი და და საბოლოო პასუხის დაწერისაგან ჯერჯერობით მაინც თავს ვიკავებ,თუმცა ვიცი რომ ეს პასუხი სწორია, და არ იფიქროთ რომ მათემატიკასთან რაიმე საერთო მაქვს. წერტილები რომლებიც ახლა არიან ჩემთან ყველაზე ახლოს წარმოუდგენელ ქაოსს ქმნიან,თუმცა საკუთარი თავი ჯერ არ მენატრება, მაგრამ იქამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ქაოსი დროში გაწელილი პროცესია, თავისი ლოგიკური დასასრულით.      საკუთარ თავს აღარ ვუმხელ იმას თუ დღეში რამდენჯერ ვტირი და უკვე აღარც ნაბიჯებს ვითვლი. უაზრობად ქცეული დრო და ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანზე მაღლა მდგომი საკუთარი მე ისევ სადღაც უკან მაბრუნებს. წამიერი კარგად ყოფნა მახსენებს რომ ჯერ კიდევ ვარსებობ. უნდა ვაღიარო რომ ის ყველაფერს აკეთებს ჩემთვის რას კი შეუძლია რომ გააკეთოს. არსაით წასული ფიქრები ერთ დიდ ტომარაში მოვათავსე და ტომრის  პირი ისე მაგრად შევკარი რომ ერთ მათგანსაც ვერ მოეხერხებინა იქიდან გამოღწევა. თუმცა ტომრის გარღვეული ბოლოდან შეძლეს თავის განთავისუფლება და ერთმანეთის მიყოლებით გამოიშალნენ გარეთ, მოედნენ სივრცეს და ახლა უკვე ჩემზე გამარჯვებასაც  ზეიმობენ. Bბოლომდე წაგებული არც მე ვრჩები,რადგან არარაობად ქცეული ფიქრებით  საკუთარ მეს “ვამაგრებ” და ისევ ვიწყებ ნაბიჯების თვლას, შემდეგ კი იძულებული ვარ საკუთარ თავს გამოვუტყდე იმაში რომ ისევ ტირილი მინდა.        არ ვიცი ზუსტი შესაბამისობები არსებობს თუ არა, უბრალოდ ზოგჯერ ყველაფერი იმდენად აზრსმოკლებული და სულერთია რომ ყველაზე ნაკლებად შესაბამისობებსა და ლოგიკურ გაგრძელებებზე მეფიქრება ხოლმე. ვფიქრობ დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოს საკუთარი თავის იმ დონემდე “წვალება”რომ მერე ათასგვარი სიუჟეტი წარმოსახო გონებაში ან/და პატარა დადგმა გაითამაშო ყველას თვალწინ, მერე რა თუ ყოველივე ამით ადამიანებისაგან გაკიცხვას დაიმსახურებ, ცინიკურ მზერით დაწყებულს, მერე მითომდა სამართლიანი განსჯით გაგრძელებულს და საბოლოოდ რომელიმე ყველაზე უფრო მეტად არასახასიათო ჰაბიტუსის მქონე მოვ და გირჩევს რომ უკეთესი იქნებოდა ცოტაოდენი მკურნალბა და შენც ისეთივე გახდები როგორებიც სხვა დანარჩენები არიან, მათ შორს რაღათქმაუნდა საუცხოო ჰაბიტუსის მქონე საკუთარ თავსაც მოიხსენიებს. ახლა მიდი და ეძებე შესაბამისობები შენსა და იმათ შორის რომელებიც გამოსავალს მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილ მრავლიმთქმელ დანიშნულებებში ხედავენ და უკიდურეს შემთხვევაში კი თავად შენ ისე რეალურად მოგიაზრებენ თეთრ პერანში გაკოჭვის ოპიციალურ კანდიდატად როგორც საკუთარ თავებს საუკეთესო მრჩევლებად.                ახლა ლოგიკური დასასრულის ძიებას ყველაზე ნაკლებად ვგეგმავ, არც ვნაღვლობ იმაზე თუ რაიმე ისე ვერ გამოვიდა როგორც უნდა გამოსულიყო. Uუბრალოდ დიდი ან/და ცოტა ხნის ნაგროვები გამოვანთავისუფლე და შედარებით უკეთესად ვარ,თუმცა არც ის ვიცი რომელი უკეთესი რომელ უარესს ჯობია,ზოგადად ეგ ორი მუდმივ რბოლას აწარმოებს და მე უკვე ისე ძალიან დავიღალე პლიუს მინუსების წერით რომ საკუთარი თავების შეფასება მთლიანად მათთვის მიმინდია, მე ისედაჩ ბევრი რამ მაქვს შესაფასებელი, გადასაფასებელი და ბევრი შეუფასებლიჩ ნაგვის ყუთშია ჩასაყრელი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s