“მოპარული” ბიჭები

                     კლეპტომანია-  გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი,რაც    გამოწვეულია       ზოგიერთი     ფსიქიკური დაავადებით.

 

 

                  

                 ხუთი ან/და ათი,  რა მნიშვნელობა აქვს, პირველი თუ მეორე-არა ზედმეტად სულელურად ჟღერს. თუმცა სულელური ეძახე და ზუსტადაც რომ ზემოთ ხსენებული მეორე იყო რომლის მერეც ამ დაავადებამ, “წყევლამ” თუ იმან რასაც კლეპტომანია შევარქვი  ჩემში დამკვიდრება და ფესვების გადგმა დაიწყო. ოდნავ მოგვიანებით მივხვდი რომ ეს ფესვები ძალიან ღრმა ყოფილა ,ისეთი ღრმა რომ დღემდე ვერ ვახერხებ მათ ამოძირკვას, ან/და სულაც არ ვცდილობ. ბევრი “შეჯახების” თუ “დაჯახების” მიუხედავად,”სენმა” თავისი ქნა და ჩემში ფესვგადგმულმა ხემ პირველი ნაყოფით დამჯილდოვა.მეც რათქმაუნდა ამაყად ,თავაწეულმა “მოვწყვიტე” ის ხიდან და სიხარულით ცას ვეწიე. მოვწყვიტე როგორც ნამდვილმა მეურნემ რომელის მთელი წლის მანძილზე ელოდება იმ ხეებზე ნაყოფის გამოჩენას  ,რომლებსაც მთელი წლის  მანძილზე “მტვერს წმენდდა”. და რა მერე ამით?! ხოლოდ ერთ ორი “მოკბეჩა” და ეგეც შენი “მოსავალი”. მართლაც ღორს დავემსგავსე, ყველა დამპალ ვაშლს რომ ეტანება ისეთს.  

    ბუკოვსკი თუ კაფკა, არ მახოვს მაგრამ წითელი ღვინო გამახსენდა და ამასთან ერთად კიდევ ერთი “საამაყო” საქციელიც.

        როდესაც წინააღმდეგობა არ არსებობს, არც არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს , ისედაც ვიცი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორ მე მინდა. ყველას მაინც ისე ვათამაშებ როგორ მე მოვისურვებ. ავამოძრავებ თოკს და ყველაფერი ჩემებურად მოეწყობა. აი ახლა ბუკოვსკი ნამდვილად გამახსენდა. მოქაჩე თოკი და თოჯინა მაოძრავდება. ყველა ზუსტად ისე მოძრაობდა როგორც მე მინდოდა, თითოეულს ათასგვარ სამოსს ვარგებდი, ვაცინებდი, ვატირებდი. როდესაც “თამაში” მომბეზრდებოდა ეს მათთვისაც ასე უნდა ყოფილიყო. ჩემი  ფეხის ერთი დაბაკუნება და ყველა ერთმანეთის მოყოლებით კარისაკენ. საცოდავებს კისრებზე ისედაც ძლივს დამაგრებული თავები ქვემოთ დაეხარათ მორჩილების ნიშნად, ცოტა ხანში ხასიათი გამომიკეთდებოდა და ისევ ყველანი სცენაზე.

 როდესაც არც კი ვიფიქრებდი რომ “ვქურდობდი”, აი სწორედ მაშინ აღმოვაჩინე რომ თურმე კი არ ვქურდობდი, კარგად დაგეგმილ ,შეიარაღებულ თავდასხმასხმაში ვიღებდი მონაწილეობას. უდავოდ, ეს ყველაფერი შეიარაღებულ თავდასხმას  უფრო ჰგავდა ვიდრე აქამდე განხორციელებულ “უწყინარ” ქურდობებს. დიახ თავდასხმას “ოქროსფერ რგოლზე”. თუმცა საქმე ის იყო რომ ამ შემთხვევაში მოპარვა ვერ შევძელი, ვერ შევძელი არა იმიტომ რომ მხოლოდ შემეშინდა, არამედ იმიტომ რომ შიშის გარდა ჩემმა თურმე არსებულმა სინდისის ძაფმა “მომქაჩა”.  იმ ძაფმა კი არა თოჯინები რომლითაც მეკავა, არამედ სხვამ, თუმცა ზუსტად  ისევე ამამოძრავა როგორ მე ვათამაშებდი თოჯინებს, და ახლა ვინ აღმოჩნდა მარიონეტი?! ბევრიც ვიფართხალე, ბევრიც ვეცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა. დღემდე არ მასვენებს ის რომ ძალიან დიდ კედელს ჩემს წინ რომ დაბრკოლებად აღმართულიყო ძირი ვერ გამოვუთხარე, თუმცა ჩემივე სასიკეთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კედლის ნანგრევების ქვეშ თავადვე აღმოვჩნდებოდი.

   და თავი როცა უკვე გამოსწორების გზაზე დამდგარი მეგონა, მერე მივხვდი რომ კიდევ ერთი “ქურდობა” განვახორციელე. ვინც/რაც მოპარული არ მეგონა, ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ უკვე ჯიბეში მქონდა და სახლისკენ მივარბენინებდი,თან ისე რომ უკან მოხედვის სურვილიც არ მქონდა. სახლში აღმოვაჩინე რომ თურმე რაღაც უჩველოდ კარგი მომოპარავს, მაგრამ აი იმ ზემოთ ნახსენებმა თოკმა ისე მომქაჩა რომ რამის ნაქურდალი სადღაც შორს მოვისროლე სამუდამოდ,მაგრამ მერე შევეცადე მოქაჩვით გამოწვეული ტკივილი ცოტა ხნით მაინც ამეტანა და გადავწყვიტე სინდისთან ყველაფერი საბოლოოდ გამერკვია. ვერ ვიტყვი რომ საუბარმა მშვიდად ჩაიარა,თუმცა მტვრევა ლეწვის შემდეგ დავზავდით. ღმერთს მადლობა იმ საშინელ ტკივილს აღარ ვგრძნობ, ენით აღუწერელს.   

    საკუთარი თავის შესახებ საუბარში ისე გადავეშვები ხოლმე რომ გარშემო თუ ვინმე/რამე არსებობს რაზეს საუბარი შეიძლება სულ მავიწყდება. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მე სულ ახლახანს  რამის გავაცამტვერე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ ყველაფერს ვნანობ, ან რაიმე მსგავსი. არც არაფრის გადახაზვა, წაშლა, ამოშლა, ან თუნდაც მუქი ფერის  საღებავით გადაფარვა არ მინდა. არც მინდა და არც აქვს აზრი, რადგან საღებავი დროთა განმავლობაში “გაფერმკრთალდება” და ყველაფერი ძველი რას მის ქვეშ იმალებოდა ისევ გამოჩნდება. არანაირი საღებავი, არანაირი სითბოს ნაკლებობა პეიზაჟზე.

 Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s