Sometimes it snows in April

                გარშემო საკუთარი სხეულის  ნაწილებს ვგრძნობ, აზრი წყდება, დროს ვკარგავ, ძალიან ბევრ დროს. არ მჭირდებაქ დახმარება, ყველა თავის ჯოჯოხეთში ცხოვრობს, მე ჩემსაში. ვერავის დავადანაშაულებ იმაში რომ ჩემამდე ყველაზე ნაკლები მზის სხივი აღწევს, ვერც ვერავის მოვთხოვ პასუხს საკუთარი უმწეობის გამო. თავად მიწევს ყველაფრის შენება და უკვე აშენებულის შენარჩუნება.მაგრამ როდესაც ყველაფრის ორი ხელის დაჭერა შეუძლებელი ხდება, ყველაფერი თავზე მექცევა. არც თავგანეწირვა მშველის და არც რაიმე სხვა.
ჩემი თავი და ჩემივე მე არაფრად რომ არ მიღირდეს, ახლანდელ ყოფასთან შეუსაბამო უამრავ ქცევას განვახორციელებდი. თუმცა სამწუხაროდ ან/და საბედნიეროდ არც ღილაკი არსებობს რომელსაც დააჭერ დასაკუთარ თავს საკუთარივე ყოფისაგან გამოთიშავ და არც მე ვარ იმდენად ძლიერი რომ ეს ყველაფერი ღილაკის დაუხმარებლად გავაკეთო.
 ისეთი შეგრძნბა მაქვს თითქოს სულის ან/და სხეულის ნაწილი დავკარგე, ნაწილი რომელიც არც არასოდეს მქონია. ის აღარსად აღარ არის, თითქოს გაქრა, ჰაერში გაიფანტა. მხოლოდ სუნი და ემოცია დარჩა. მიუხედავად იმისა რომ ზემოთნახსენები დანაკარგი ჩემსავე სავარაუდო მდგრადობასა და სიმშვიდეს შეეწირა, თავს მაინც გამოფიტულად  ვგრძნობ. საკუთარი თავი იმ დონემდე მიმყავს რომ მერე კარგსა და ცუდს შორის ვიკარგები და თუ ზოგადად უკეთესი და უარესი მართლა არსებობს ჩემთვის არც ეს არის რაიმე შვების მომგვრელი.
 ან ზევით ან ქვევით, როგორც იტყვიან ყველაფერი ან არაფერი და როდესაც შუალედი არ არსებობს მე მაინც თავგამოდებით ვცდილობ მის პოვნას. თავგანწირვას დამატებული სიჯიუტე მიბიძგებს თავი არ დავზოგო და რაიმე საუკეთესო შუალედი გამოვნახო საკუთარი თავისათვის. უკვე ზედმეტად დიდი ხანია ამას ვცდილობ ,თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ახლა საკუთარ საცოდაობაზე მეღიმება თუმცა არც ეს ხდება პირველად. საბოლოოდ ყოველგვარი მცდელობა ფონად გასდევს რეალურად დარჩენილ გულისამრევ მოგონებებს და რამოდენინე წუთს რომლის განმავლობაშიც საკუთარი თავი მიყვარდა კიდეც. აი მერე კი სულ აღარაფერი ჩანს. სულ მცირე ემოციაც კი მაგიჟებს. გონება არეული აღარაფერს წარმოვადგენ. ყველა მცდელობა რომ საკუთარი თავისათვის ერთხელ მაინც გამეკეთებინა რაიმე კარგი საპირისპიროდ იქცევა და გამოდის რომ მისთვის ცუდის გარდა აღარაფერი მომაქვს.
   მაინც მჯერა რომ არსებობს ადგილი სადაც ყველაფერი ის არსებობს რაც მჭირდება. მჯერა რომ არსებობს მიწის ერთი ნაწილი რომელიც  მხოლოდ მე მეკუთვნის და ვიცი რომ იგი იმ კარადასავით ცარიელია რომელიც  მოგვიანებით უამრავ ფერად ტანსაცმელს დაიტევს.  
    იმედად დარჩენილი წერტილი რომელსაც ყოველ დღე მტვერს ვწმენდ, მინდა რომ ძალიან დიდ ხანს დარჩეს ჩემთან, მაგრამ არა ისე როგორც სხვა დანარჩენი წერტილები. ყოველი ურთიერთობა თავად ჩემს მიერაა შექმნილი, თითოეულ მათგანს ფორმა, ფერი და მოცულობა მე შევურჩიე. ვერ ვიტყვი რომ შეუსაბამობა ძალიან დიდი იყო, ფანტაზია ნამდვილად მაქვს, უბრალოდ პრობლება იმაშია რომ ყველაფრის გონებით გადაწყვეტა და დროდადრო არანორმალური ემოციებისათვის დროის დათმობა არც ისე კარგი შედეგის მომტანია.
 ღრუბლიანი ცა ისევ ისე მიყვარს როგორ ადრე. ადრინდელივით  ისე ახლოსაა ჩემთან რომ მის შეხებასაც ვგრძნობ. ემოციას ზოგჯერ ვეღარსად ვუძებნი ადგილს, თითქოს ჩემში არსებულ ყველა სიცარიელეს ავსებს, უფორმო სივრცეებში იღვრება და მერე ილექება. ზოგჯერ კი შიგნეულობა გამოცლილივით ვარ. ასეთ დროს თვითგამოხატვის საშუალება აღარ მომეპოვება. ნეგატივად ვხედავ გარემოს, გამომეტყველება არეული ჰაბიტუსი და გამაყრუებელი რითმა სადღაც სულში რაღაც ახლის დაბადებას მატყობინებს. მხოლოდ მზის მბჟუტავ სხივს ვხედავ და ვგრძნობ საკუთარ კანზე.   
 
                                                                         5 Aპრილ/2012.
Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s