პარანოია ,უსაფუძვლო შიში -ანუ ვალდებული არ ვარ ძლიერი ვიყო ..

 ვიფიქრე დამეწერა რამე, აზრი პირველი, დავიჭირე,მუზები გამექცნენ, ან როდის იყვნენ ჩემთან ?! მოგროვებული,თუ გახსენებული, ცოტ- ცოტა მოფიქრებული ,გადავიწყებული ან/და უბრალოდ თავში ექსპრომტად მოსული დაწერო , მერე ათასჯერ წაიკითხო,და თითქოს სწორად გამოთქმული აზრი კიდევ ერთხელ შეასწორო  ეს იგივეა ებრძოლო სიგიჟეს?!  და თუნდაც  ამას ნიშნავდეს  ამით მაინც არაფერია ნათქვამი, ყოველ შემთხვევაში ახალი. გინდ შეხედულებათა გადაფასებას  დააბრალეთ და გინდ ნერვულ აშლილობას ის რომ ზოგჯერ აუტანლად არაპროგნოზირებადი ვხდები, მიუხედავად გამღიზიანებლის მაღალი თუ დაბალი დონისა, მაინც  უზომოდ მეშლება ნერვები და ვგრძნობ რომ ისევ “ჩავვარდი”. სხვისი მოსაზრებები ადრე თუ   სანახევროდ მაინც მაღიზიანებდა ახლა საერთოდ აღარ ვრეაგირებ,თუმცა ეს არაფერს ცვლის გარდა ერთისა, გარშემო აღარავინ დამრჩა, აი იმ “ჩავარდნის”პერიოდში კი ვფიქრობ ხოლმე რომ ასე უკეთესია, თუმცა ჩვეულებრივ დროსაც იგივეს ვფიქრობ,ძველ „მემუარულ ნაშრომებში“ კაცთმოძულეობა თუ დაავადება იყო რომლისგან განკურნება არ მინდოდა ან/და მინდოდა ეხლა სახელსაც ვეღარ ვარქმევ ,ან მაშინ თუ ვარქმევდი რა შეღავათი?! და აი ისევ “ბურუსი”. საკუთარი გამოსახულების აღდგენას ვცდილობ, სარკეში იშვიათად ვიყურები,მხოლოდ მაშინ როცა ეს აუცილებელ მოვალეობად მევლინება  ან/და შემთხვევით,ისიც იმიტომ რომ სახლი სარკეებს “მიაქვს”.. და გაიტანეთ სარკეები,საკუთარ თავს ისედაც კარგად ვხედავ,იქ განსაკუთრებული  და ახალი  არაფერი ჩანს,პირიქით ზოგჯერ მაბნევს კიდევაც.პარანოია – ანუ უსაფუძვლო შიში,არც საფუძვლიანი ყოფილა რაიმე ოდესმე,შიში რატო უნდა იყოს გამონაკლისი,დიახ საშინელებაა როცა გრძნობ რომ უკან მიხედვა აღარ გინდა, ვეღარც წინ იხედები იმიტომ რომ გეშინია,გვერდზე მაინც იყოს ვინმე რომ იმას შეხედო, არც იქაა  არავინ,არც ერთ მხარეს, თავს ზემოთ ვინ დამცქერის ეგ გრძელი თემაა, და მიწის ქვეშ კიდევ ჯერ არ მიმოგზაურია.მიწაზე გამახსენდა ,ქადაგება იმის შესახებ რომ მყარად უნდა იდგე.და მე ზოგჯერ იმდენად მყარად ვდგავარ რომ  ვეღარც ვმოძრაობ და ეს მითომ უკიდურესობაა?!, და მერე ჩემი მოხსენებები სიმყარესა და პრაგმატულობაზე?! რა სახსენებელი იყო ეხლა ეგ ?! გზა განვაგრძოთ,ამჯერად საით მივდივართ ? იცი რაღაც უშინაარსო კითხვებს ვსვავ ამ ბოლო დროს,ჯობია კითხვების  დასმის მაგივრად იმდენი ვილაპარაკო შეუჩერებლად რომ ვერც საკუთარმა თავმა და ვერც სხვამ ვერ შეძლოს ჩემი გაჩუმება იმისათვის რომ რაიმე მკითხოს,ასე უკეთესია. დინამიკაზე, ფიქრების ენცეფალოგრამასა თუ რაღაც მსგავსზე ვკითხულობდი და პარალელი ფიქრებთან ისევ მინდა არ მინდა “თავზე დამადგა”,იმის საშუალებასაც არ მაძლევს რომ ეს პარალელური ხაზები რამენაირად  წავშალო ან საერთოდ აღარ გავავლო,არამგონია ეს იმით იყოს გამოწვეული რომ გეომეტრია  მიყვარდა, აქ უფრო რთულადაა  საქმე. როცა რაღაცას ძალიან ახლობელს”აწყდები” ხვდები რომ შენ ერთადერთი არ ხარ ვისაც ეს განუცდია ან უფიქრია, მართალია  წამიერად სულიერი სტაგნაციის განცდა ახლოვდება თუმცა მეორეს მხრივ გამშვიდებს და ისევ უკვე ნახსენებ მიწაზე გაბრუნებს,ქადაგებების როლსა და მნიშვნელობასაც  ზუსტად  გებულობ და ხვდები რომ  შენ ერთადერთი არ ხარ.იმასაც ხვდები რომ შენნაირი”ბრბოში დაკარგული” კიდევ უამრავი დაიარება,და რეალურად ამ ბრბოს ნათელ წერტილთან შეხვედრა მინდა თუ არა არ ვიცი,ალბათ მინდა,სულ რომ არაფერი ცოტა ხნით ადამიანად მაინც ვიგრძნობ თავს,ცოტა ხნით მეცოდინება რომ  ტყუილად ჰაერში არ  ვისვრი  სიტყვებს ,ისევ ჰაერში გამოკიდებული ჯოხები მაუწყებენ რომ თემატურად თუ ძალიან არ მინდა რომ საკითხს გადავუხვიო კიდევ ერთი მსგავსი პარალელი უნდა გავავლო.თუმცა არც გადახვეულ -გადმოხვეული მაწყენდა,მითუმეტეს რომ  არც აქამდე მივლია სწორედ,ან რატომ უნდა მევლო?! თუ თავში მაგრად არ” გრეკა” რაღაცამ იქამდე ადა- მიანი ვერ ხვდები რა არის სწორი, რა მიხვეულ -მოხვეული ან/და გადახვეული, და რო “მრეკა”მერე  მივხვდი რო ?! კიდევ უნდა  “მრეკოს” ესეიგი, ხო , ასე ლოგიკურია .კიდევ მომიწევს მოცდა იქამდე სანამ თავში აზრები დამილაგდება,ზემოთ ნახსენები შეხედულებათა გადაფასების პროცესი ასე თუ ისე შუა სტადიას მიაღწევს,შუა იმიტომ და ბოლო იმიტომ არა რომ,რეალურად ეგ პროცესი სულ მიმდინარეობს,სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ნათელი წერტილი თუ გამოჩნდა სადმეს,იქნებ ხელიც მომკიდოს და ამ ბრბოდან გამომიყვანოს,ან/და იქნებ მე თვითონ გამოვიყვანო,ხელი ხელს ბანსო ამბობენ ,კიარადა მე ვამბობ ხოლმე. და მაინც ეს მოგონებები.. გინდ დამაბრკოლებელი ქვა უწოდე გინდ არა მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას,მაგათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა,მიუხედავად იმისა რომ სწორედ ეგენი არიან მიზეზი უკვე ნახსენები მიწაზე დროდადრო მყარად არ დგომის,ანდა ისე მაგრად დგომის რომ მოძრაობაც მიჭირს,იმისაც რომ ნერვები მაქვს ცუდ მდგომარეობაში და კიდევ  ბრბოშიც მაგათ გამო აღმოვჩნდი. და იქნებ მაინც გავბედო და ვთქვა რომ აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს – უბრალო ნატეხები, რომელიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი – ეს ხომ შენი ცხოვრებაა… და საქმეც ხომ  მაგაშია ..   

 

   პ.ს   შავ -თეთრი სურათი მინდა ჩემი ოთახისათვის, ის მეტისმეტად ფერადია..

 

 Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s